სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1155

ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სიღნაღის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. ასევე, ბეჟანიშვილის ქუჩის ნაწილზე ბეტონის საფარი დაიგო.

“რაც შეეხება მოსაშვილის ქუჩას, რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულებულია და უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება. აღსანიშნავია, რომ ბეჟანიშვილის და აბრამიშვილის ქუჩების გზა წლების მანძილზე ავარიული იყო და აქ ასფალტის საფარი პირველად იგება”, – განმარტავენ მერიაში.

გზების რეაბილიტაცია, რომელზეც 614 130 ლარი იხარჯება, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.