ქარელის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

835

წინა სტატია

ქარელის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. გამოცემა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, ქარელის მერიამ ორი ორგანიზაცია ერთი და იმავე მიზნებით შექმნა და ახლა  ქარელის კეთილმოწყობისთვის ორი ორგანიზაცია მუშაობს. ორგანიზაციებში დასაქმებულები კი, ქარელის მერის ძმა და ნათესავები არიან.

თავის მხრივ, ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ირწმუნება, რომ “კეთილმოწყობის” ცენტრში დასაქმებული ზვიად იმერლიშვილი და ზვიად გულიაშვილი მისი ნათესავები არ არიან. რაც შეეხება ძმას, მისი თქმით, ძმა ჯემალ გულიაშვილი დიდი ხანია “კეთილმოწყობის” ცენტრში მუშაობს.

“კი, ბატონო, გიდასტურებთ, რომ ჯემალ გულიაშვილი ჩემი ძმაა, მაგრამ რაც შეეხება ხელმძღვანელს, ზვიად იმერლიშვილი არ არის ჩემი ნათესავი, არც ზვიად გულიაშვილი. თუ დამიმტკიცებთ, გავათავისუფლებ”, – აცხადებს ზაზა გულიაშვილი.