ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები საკანალიზაციო ქსელის შეკეთებას ითხოვენ

562

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები საკანალიზაციო ქსელის შეკეთებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, უკვე 10 დღეა ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი დაზიანდა, რაც მოსახლეობას ეპიდემიურ საფრთხეებს უქმნის.
ადგილობრივების თქმით, კანალიზაციის წყალი სარდაფებში ჩადის და ეზო იტბორება.
,,უკვე 10 დღეა ასეთ მდგომარეობაში ვართ. დაბინძურდა სასმელი წყალი. რამდენიმე ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. წყალკანალს მივმართეთ. გვპირდებიან პრობლემის მოგვარებას, მაგრამ უკვე 10 დღე გავიდა და აქ არავინ მოსულა. გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. ჰაერს ვერ ვსუნთქავთ. სასწრაფო გამოვიძახეთ და ვერ შემოვიდა ბინასთან. ვის მივმართოთ აღარ ვიცით უკვე”, – აცხადებენ ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლები.

წყარო: ინტერპრესნიუსი