აჭარის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოიყო

895

2019 წელს უცხოურ მედიაში აჭარის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოიყო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ბიუჯეტით განსაზღვრული თანხიდან მიმდინარე წელს 182 263 ლარი დაიხარჯა, კერძოდ, სატელევიზიო რეკლამაზე – 89 239 ლარი, სარეკლამო – საინფორმაციო ტურების ორგანიზებაზე- 93 024 ლარი.

გასულ წელს აჭარის რეგიონის უცხოურ მედიაში რეკლამირებაზე, ბიუჯეტით განსაზღვრული 5 880 000 ლარი იყო, საიდანაც 5 539 564 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, სატელევიზიო რეკლამაზე დაიხარჯა 1 834 355 ლარი, ინტერნეტ რეკლამაზე – 1 624 950 ლარი, გარე რეკლამაზე – 1 607 789 ლარი, სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზებაზე– 272 470 ლარი, ვიდეო რგოლების დამზადებაზე – 2 000 000 ლარი.