ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დაიწყო

888

ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, მასშტაბური პროექტი 331 588 ლარით რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

„მოცულობითი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჯამში 560 სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება. მოხდება რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, მოეწყობა არხზე გადასასვლელები და ეზოებში შესასვლელები, სამანქანო და საცალფეხო ხიდებზე მოეწყობა მოაჯირები, მოხდება არხის საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები“, – განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული ღელე წლებია კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა, უხვი ნალექებისა და ღვარცოფების შედეგად არსებული სანიღვრის გარკვეული მონაკვეთები მთლიანად დაიშალა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლოებას, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში, სანიაღვრე არხების კედლები გამოყენებული აქვს ეზოებისა და თვითონ საცხოვრებელი სახლების საყრდენ კედლებად.
მათივე განმარტებით, პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივების საცხოვრებელი გარემო და მოსახლეობას უსაფრთხოდ შეეძლება გადაადგილება. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი