კომპანია, რომელმაც სადგურის საბავშვო ბაღი ვერ ააშენა, გორის მერიის ახალი ტენდერის გამარჯვებულია

258

კომპანიას, რომელმაც სადგურის საბავშვო ბაღი ვერ ააშენა, გორის მერიამ საკალათბურთო მოედნის მოსაწყობად ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საუბარია “ინშაათ საქართველო” (Inshaat Georgia) -ზე, რომელსაც 32 376 ლარად, როგორც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-2 და მე-3 კორპუსებს შორის საკალათბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოების შესრულება დაევალა.

ინფორმაციისთვის, ეს ის უცხოური კომპანიაა, რომელთანაც პირობების შეუსრულებლობის გამო, გორის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. კომპანიას ბაღის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა მერიამ სამუშაოების დასასრულებლად ვადა ორჯერ უშედეგოდ გაუგრძელა.