ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სხდომების გაცდენის გამო უფლებამოსილება შეუწყვიტეს

259

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. საკრებულომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გია უკლებას უფლებამოსილების ვამადე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

გადაწყვეტილება საოლქო კომისიას გადაეგზავნება. გასაჩივრებისთვის მხარეს ერთთვიანი ვადა აქვს.

გია უკლება ექვსი თვეა საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, ის ქვეყანაში არ იმყოფება.

სხდომას ბოიკოტის გამო ოპოზიცია არ ესწრება.