საკრებულოში რაგბის ნაკრების 20-წლამდე წარმომადგენლებს უმასპინძლეს

655

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, რაგბის ნაკრების 20-წლამდე წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
საკრებულოს ინფორმაციით, მიღება, რომელიც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი სპორტული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სპორტსმენებს სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემაც მიმართა და მათ დიდ სპორტში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.