პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე ორგანული კანონი დაამტკიცა

319

პარლამენტმა 106 ხმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე ორგანული კანონი დაამტკიცა.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანულ კანონთან ერთად, ასევე, მესამე მოსმენით – 102 ხმით “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონი მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს: – სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე და ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი, თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი.

ამასთან, განსაზღვრულია მთავრობის დისკრეცია და ის კონკრეტული გარემოებები, რა პირობებშიც შეიძლება მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევებში. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მემკვიდრეობით ნაწილს.

ასევე, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. მისი დასახელება განისაზღვრა შემდეგნაირად – სსიპ მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული სააგენტო. იგი შეითავსებს ფუნქციებს, რომლებიც უკავშირდება მიწის კატეგორიებისა და ბალანსების თემას, იგი ასევე უზრუნველყოფს იმ პროცესებს, რომლებმაც მიწის ბაზის სწორად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.