ზუგდიდის ყოფილ მერს და ვიცემერს ორ-ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ

759

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხ-ოთხი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

ზუგდიდის ყოფილ მერი და ვიცემერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით გასული წლის ნოემბერში დააკავეს. ამავე საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული იყო მერიის მაღალჩინოსანი თენგიზ ქობალიაც და ხუტა ბაღათურია.