ქობულეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა აქცია გამართეს

1491

ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები მორიგ აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

შეკრებილების განცხადებით, ქალაქში, შესაძლოა, ტურისტული სეზონი ჩავარდეს. ისინი პრობლემის დროულად მოგვარევას ითხოვენ და მომხდარში “ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ.

აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვდნენ. შეკრებილებთან ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდნენ და ადგილობრივების პრობლება მოისმინეს.

ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება მხარში დაუდგება მცირე მეწარმეებს, მოხდება ეფექტური გეგმის შემუშავება. მისივე თქმით, მსოფლიოს ეტყვიან რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რაც არსებული ჯავშნების შენარჩუნებასა და ახალი ქვეყნების დამატებაში დაეხმარება.

აქციის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ტუროპერატორებს საქმიან გარემოში შეხვდა:

“შექმნილ ვითარებას დეტალურად ვსწავლობთ. პირადად შევხვდით ტურისტულ ბიზნესის წარმომადგენლებს. ტურ-ოპერატორებთან შეხვედრა გუშინაც გავმართე. ხვალ კი კომერციულ ბანკებს შევხვდებით. ჩვენი ამოცანაა პრობლემების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ და მორგებული გეგმა წარვუდგინოთ ბიზნესს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულ სექტორს ბიზნსესსგვერდში ამოუდგეს. ეს სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე. ტურისტული სეზონი დაწყებულია და ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შოკი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზარალი შევარბილოთ. ამ ეტაპზე ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ რუსი ტურისტების ანუ ტრადიციული ბაზრებიც შევინარჩუნოთ. საქართველო არის უსაფრთხო ადგილი ტურისტებისთვის და უსაფრთხო ქვეყანად ვართ მიჩნეული მსოფლიოში. პირველ რიგში განვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს და შემდეგ ფინანსური და ორგანიზაციული საკითხები მოგვარდება”,- განაცხადა ნათია თურნავამ

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.