სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ინტერმუნიციპალური ა(ა)იპ–ი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

177

სამცხე–ჯავახეთში ახლადშექმნილი ა(ა)იპ “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“(DMO), რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის იმუშავებს, კონკურსს სამ პოზიციაზე აცხადებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კონკურსზე განაცხადების მიღება 20 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.

ინტერმუნიციპალური ა(ა)იპ–ი კონკურსით აღმასრულებელ დირექტორს, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერს, ასევე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერს შეარჩევს.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე აპლიკანტი 15 წუთიანი პრეზენტაციით წარსდგება საკონკურსო კომისიის წინაშე, სადაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახებ საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს, მეორე ეტაპი გასაუბრება იქნება.

საკონკურსო კომისია მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმების მსურველებს უმაღლესი განათლება, შესაბამის პოზიციაზე სამიდან ხუთ წლამდე მუშაობის გამოცდილება და ასევე, რუსულის და ინგლისური ენების ცოდნა მოეთხოვებათ.