ბორჯომში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს

174

ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის ხეობაში 2008–2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, ტყის მოვლა-აღდგენის პროექტის ფარგლებში შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს.

უწყების ცნობით, სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დაასრულა და 144 ჰა ფართობზე 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც, ნარგავების მოვლის სამუშაოები გაგრძელდა. მათივე ცნობით, გაშენებული ნერგები გახარების მაღალი პროცენტით გამოირჩევა.

ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ დაბაში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე ნერგების დარგვას შემოდგომაზე განაახლებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.