გორის მერიამ ღამბარაულის ქუჩაზე ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

1032

გორის მერიამ კვერნაკის დასახლებაში ღამბარაულის ქუჩაზე არსებულ სკვერში ფიტნესის ტრენაჟორების მოსაწყობად 19 988 ლარის ღირებულების ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ახალ ტენდერზე წინადადებების მიღება 28 ივნისს 14:00 საათზე დასრულდება.

პირველად ტენდერი 23 მაისს გამოცხადდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს “ჯითი კაპიტალი” ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა ის, რომ პრეტენდენტმა მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში არ მიუთიტა საქონლის მარკა/მოდელი.