გორის სოფლებში საზაფხულო ბაღები არ გაიხსნება

757

გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, გორის სოფელბში საზაფხულო ბაღები არ იმუშავებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მისივე თქმით, 3 საზაფხულო ბაღი 26 ივლისიდან 6 სექტემბრამდე მხოლოდ გორში იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაცია 10 ივლისიდან უნდა გაიარონ.

“ერთ სოფელში რომ გავხსნათ, ეგრე ვერ გამოვა, მაშინ სხვაგანაც უნდა გავხსნათ. საზაფხულო  ბაღები გაიხსნება კომბინატის მე-9, წმინდაწყალის მე-4 და ქალაქის მე-14 საბავშვო ბაღებში. სპეციალურად დიდი ბაღები შევარჩიეთ იმისთვის, რომ ყველა ბავშვის მიღება შევძლოთ. სკოლამდელი აღზრდის გარეშე ზაფხულში არავინ დარჩება, ვინც მოვა ყველას მივიღებთ”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.