ქვათახევის ეკლესიის ეზოში სამასწლოვანი ბზის ხე ხმება

1435

ბზის ხე, რომელიც, დაახლოებით, 300 წელია ქვათახევის ეზოში დგას, ხმება. ამის შესახებ “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს” მონასტრის წინამძღვარმა განუცხადა. მისი თქმით, ბზის ხის ასაკი, დაახლოებით, იცის, თუმცა ამის ზუსტი განსაზღვრა სპეციალისტებს არ გაუჭირდებათ.

მამათა მონასტერში ცხოვრობენ როგორც სასულიერო პირები, ასევე, სოციალურად დაუცველები. მაგალითად, სოფელ ეზატის მკვიდრი აცხადებს, რომ ხის ხმობის პროცესი წელს პირველად შეამჩნიეს.

“თუ ფესვი ძლიერი აქვს, არ გახმება, მაგრამ ჩვენ ვამჩნევთ, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებს. ჩემთვის ცნობილი არაა, შეამოწმეს თუ არა სპეციალისტებმა ხე, მაგრამ რასაც ვუყურებ, დიდხანს ვეღარ გაძლებს”, – აცხადებს ეზატში მცხოვრები მამაკაცი.

ქვათახევის მონასტერი მდინარე კავთურას სათავესთან მდებარეობს. მე-12 – მე-13 საუკუნეების ტაძარში დამთვალიერებლების ნაკადი არ წყდება.