გორის მერიამ სოფელ ფლავში სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

559

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ფლავში საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ტენდერის საერთო ღირებულება 175 713 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

სატენდერო წინადადებების მიღება ორ ივლისს 14:30 საათზე დასრულდება.