ქუთაისის მერიამ ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაგრძელებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა

890

წინა სტატია

ქუთაისში ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად ახალი ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის დარჩენილი სამუშაოებისათვის 809 204 ლარია განსაზღვრული.

წინადადებების მიღება 7 ივლისს იწყება და 12 ივლისს დასრულდება. შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემთხვევაში მან სამუშაოების დასრულება 60 კალენდარულ დღეში უნდა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია ამ დროისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას “ჯეო სერვისს”  ქუთაისის მერიამ ჯერ სამუშაოების ვადა 7 აგვისტომდე გაუგრძელა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეუწყვიტა და დაახლოებით, 140 ათას ლარამდე ჯარიმა დააკისრა. მიზეზი ხელფასების გადაუხდელობა გახდა, რის გამოც, რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაოები შეწყდა.