ტურისტული სეზონის მხარდასაჭერად ქუთაისის მერია დაძმობილებულ ქალაქებს დახმარებას სთხოვს

612

გადავწყვიტეთ და ვაპირებთ ქუთაისის ყველა დაძმობილებულ ქალაქს მივმართოთ და ვთხოვოთ მაქსიმალურად დაგვეხმარონ წელს ტურისტულ სეზონზე, – ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა.

ქუთაისი მსოფლიოს 30–მდე ქალაქთან არის დაძმობილებული.

21 ივნისის საღამოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს, რუსულ ტუროპერატორებს “ურჩიეს“ ამ თარიღის შემდეგ საგზურები აღარ გაყიდონ, რაც ფაქტობრივად საქართველოში ორგანიზებული ტურიზმის აკრძალვაა.