საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სკოლის რეაბილიტაციას 730 ათასი ლარი მოხმარდება

709

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სკოლის რეაბილიტაციას 730 000 ლარი მოხმარდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, 4-ზე კი უახლოეს მომავალში გამოაცხადდება.

“რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ საგარეჯოს პირველ, გიორგიწმინდის, გომბორის, თოხლიაურის, მანავის, ნინოწმინდის, პატარა ჩაილურის, უდაბნოს, ყანდაურის, წყაროსთავის, ხაშმისა და უჯარმის საჯარო სკოლებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სულ 730 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა ადგილობრივ თვითმმართველობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა”, – აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი მიმდინარე წელს მეორედ გამოაცხადა, პირველ ჯერზე ტენდერი ჩავარდა.