Tbilisi Open Air-ზე დამსწრეთათვის უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

770

Tbilisi Open Air-ზე დამსწრეთათვის მეტროსადგურ “დელისიდან“ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

თბილისის მერიის ცნობით, მუსიკალურ ფესტივალზე “Tbilisi Open Air“ დასწრების მსურველებს 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უფასო ავტობუსები მოემსახურებიან.

“ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ “დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ“, – აგანმარტავენ თბილისის მერიაში.