გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა

321

წინა სტატია

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 101 562 ლარია გათვალისწინებული.

წინადადებების მიღება 5 ივლისს მთავრდება. აღნიშნული საბავშო ბაღის ასაშენებლად ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა.

სადგურის ბაღი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩავარდა. პირველად გამოცხადებული ტენდერის შემდეგ სამუშაოები მალევე შეწყდა, რადგან გორის მერიამ გამარჯვებულ კომპანიას არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო ხელშეკრულება გაუუქმა. მეორედ და მესამედ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.