მოხელის კარიერული განვითარება დახურული კონკურსის ნაცვლად, შიდა კონკურსის საფუძველზე განხორციელდება

3638

მოხელის კარიერული განვითარება დახურული კონკურსის ნაცვლად, შიდა კონკურსის საფუძველზე განხორციელდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

შესაბამისი ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კონკურსის ჩატარება დაწესებულების მასშტაბით მოხდება.

პროექტით განისაზღვრება, რომ შიდა კონკურსის ჩატარების წესი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ბერაია და შალვა კიკნაველიძე არიან.