თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე შიდა ეზოებს აწესრიგებენ

785

თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე შიდა ეზოებს აწესრიგებენ,

როგორც დიდუბის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები აკაკი წერეთლის გამზირის N12 და N13 კორპუსებთან მიმდინარეობს, სადაც უკვე მოწესრიგებულია სანიაღვრე ქსელი. ასევე, ასფალტის საფარის მოწესრიგებია მიმდინარეობს აკაკი წერეთლის გამზირის N95ა-სა და 99ა-ში მდებარე კორპუსებთან, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ მისამართებზე გზის ამორტიზებულ საფარს 3 257 კვ.მ ფართობზე შეაკეთებს.

ამასთან, მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 4 863 კვ.მ ფარობზე უკვე დასრულდა აკაკი წერეთლის გამზირის N67-ში, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-18 და 21-ე კორპუსებთან, ასევე, მე-2 კვარტლის მე-12 და მე-13 კორპუსებთან.

საგზაო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიები “ბი ემ სი“ და “დრო“ ახორციელებენ.