ხელვაჩაურის სოფელ განახლებაში ქარხნის მშენებლობა გააპროტესტეს

237

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის ნაწილი სოფელში ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ქარხნის აშენებას ერთ-ერთი თურქული კომპანია გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახლებულ ადგილას მსგავსი ქარხნის მშენებლობა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. პრობლემის მოსაგვარებლად საქმეში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ და აცხადევენ, რომ თუ რეაგირება არ იქნება, პროტესტი გაგრძელდება.