ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით, თბილისში საინფორმაციო ჯიხურებს განათავსებენ

681

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც 1 აგვისტოდან კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე და აბანოთუბნის გარკვეულ მონაკვეთზე ამოქმედდება, თბიილისში საინფორმაციო ჯიხურებს განათავსებენ. ასევე, მისი თქმით, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტებიც.

კახა კალაძემ მოსახლეობის ინფორმირება, თბილისის ვიცემერს ირალი ხმალაძეს და კომუნიკაციების სააგენტოს დაავალა.

ზონალურ-საათობრივი პარკირება ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებული ავტომანქანებისთვის, ასევე, ელექტრომობილების მფლობელებისთვისა და შშმ პირებისთვის უფასოა. ხოლო, ტაქსებისთვის – მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში.

უფასო პარკირებისთვის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სისტემაში რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების მითითებით, ელექტრონულად ან პირველი ივლისიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში უნდა გაიარონ.

რაც შეეხება ფასიან პარკირებას ის სამ – A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში კი- 3 ლარი იქნება.

პარკირების საფასურის გადახდა კი სწრაფი გადახდის ტერმინალების, ასევე, ვებგვერდის – parking.tbilisi.gov.ge ან მობილური აპლიკაციის – Tbilisi Parking-ის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე, თბილისის მერიის ინფორმაციით, ბანკები ტაქსის მძღოლებს მანქანის შესაცვლელად შეღავათიან სესხს მისცემენ.