გორში დაზიანებულ ნაგვის ურნებს ახლით ჩაანაცვლებენ

638

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, გორში დაზიანებულ ნაგვის ურნებს ახლით ჩაანაცვლებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“პირველ რიგში ის ურნები გამოიცვლება, რომელიც დაზიანებულია. ცენტრალური ქუჩიდან დავიწყებთ და მერე დანარჩენს მივყვებით. რა თქმა უნდა, დაემატება ისეთ ადგილებზე, სადაც ამის საჭიროებაა. კონკრეტულად, რომელ ადგილებზე მოხდება დამატება, ჯერ ვერ გეტყვით“, – ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 150 ცალი 1 100 ლიტრიანი და 50 ცალი 120 ლიტრიანი პლასტმასის კონტეინერების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.