მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება

208

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურების მდგრადობის კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. მისივე თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი კვლევის დასრულების შემდეგ გაკეთდება და სამუშაოები დაიწყება.

“ზოგადად ყველა მეტროსადგურზე ვაკეთებთ მდგრადობის შეფასებას, კონსტრუქციის შეფასებას. ამის შედეგ გაკეთდება პროექტი. არ გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რაც გვქონდა ვარკეთილის მეტროს შემთხვევაში, ამიტომ რასაც გავკეთებთ, გვინდა, რომ ხარისხიანად გაკეთებული იყოს. უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, რომ რაიმე პრობლემები არ შეიქმნას.

2019 წლის ბოლოსთვის გვექნება დასკვნა და ამის შედეგ გაკეთდება პროექტი. რეაბილიტაცია გადავადდა იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ ყველანაირად დაზღვეულები. მდგრადობის კვლევის გაკეთებას დრო დასჭირდა. საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ ავიღებდი იმას, რაშიც დარწმუნებული არ ვიყავი. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ძალიან ბევრ ადამიანს. ყველანაირად უნდა დავიზღვიოთ თავი და ისე გავაკეთოთ რაღაცები, რომ სამომავლოდ პრობლემა არ შეიქმნას. ამიტომ დავიწყეთ რეაბილიტაცია ძალოვანი კაბელის ცვლილებით. როგორც იცით, სამუშაოები პირველ ივლისს იწყება და ამის გამო მეტრო ერთი საათით ადრე დაასრულებს მუშაობას. გამოიცვლება სავენტილაციო სისტემა, გაგრილების სისტემა“, – განაცხადა კალაძემ.