“მთის განვითარების ფონდიდან” წალკასა და თეთრიწყაროში კიდევ რამდენიმე პროექტი დაფინანსდა

747

“მთის განვითარების ფონდიდან” ქვემო ქართლის რეგიონში, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, დამატებით რამდენიმე პროექტი დაფინანსდა.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო და შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები განხორციელდება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში კი თამარ მეფის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა. ამის თაობაზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანმა ისაუბრა.

“დღეს საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ვისაუბრეთ. “მთის განვათარების ფონდიდან” გამოიყო დამატებითი თანხა, რომელიც მოხმარდება ორ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ასევე, გამოყო დამატებითი დაფინანსება პროექტების განსახორციელებლად და დღეს იქნება განხილვა, თუ კონკრეტულად რომელი პროექტები დაფინანსდება”, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.