ანდრია ბასილაია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თბილისში ბევრი ინვესტიცია განხორციელდეს

1773
ფოტო: სპუტნიკი

ინვესტორების მხრიდან თბილისში ინტერესი მაღალია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინტერესი შევინარჩუნოთ და მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, – ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმი ძალიან მზარდი მიმართულებაა და ინვესტორების მხრიდანაც, ნომერ პირველი ინტერესის სფერო სწორედ ეს სექტორია.

“ძალიან ბევრი სასტუმრო და ახალი ობიექტი იხსნება, რათა დავეწიოთ მზარდ ტურისტულ ნაკადს”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც ბასილაია აღნიშნავს, ძალიან დიდი პოტენციალი არის კრეატიულ სექტორში, რომლის ბრუნვაც გასულ წელს 60 მილიონამდე ავიდა, ხოლო 5-6 წლის წინ ბრუნვა 10 მილიონიც არ იყო. ბასილაიას თქმით, ეს მიმართულება გარკვეულ ინიციატივებს საჭიროებს და დედაქალაქის მერია ამაზე აუცილებლად იმუშავებს.

“მზარდი პოტენციალის სექტორებია: ტურიზმი, საცალო ვაჭრობა და კრეატიული სექტორი. ასევე იყო შესწავლილი ჯანდაცვის სექტორი, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: პლასტიკური ქირურგია და ფარმაცეპტიკა, სადაც ასევე მზარდი პოტენციალია“, – აღნიშნა ბასილაიამ.

ფოტო: სპუტნიკი