ცქიტიშვილი: რეგიონების განვითარებისთვის ბევრ პროექტს გავაკეთებთ

1444

რეგიონების განვითარებისთვის ბევრ პროექტს გავაკეთებთ, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, გაეროს მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების და მთის განვითარებაზე, განსაკუთრებით გვახარებს აქ ბევრი ბავშვისა და ახალგაზრდის დანახვა. ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ იმ ინფრასტრუქტურას მოწესრიგებაში, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვროთ თქვენ მშობლიურ კუთხეში. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს რაჭაში, ესაა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა, დასასრულს უახლოვდება ნიკორწმინდა-ჭრებალოს გზა, ნიკორწმინდაშიც ახალი ინფრასტრუქტურა შენდება, ბევრი გეგმა გვაქვს ონშიც, სადაც სულ ცოტა ხანში ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იქნება. ეს ყველაფერი კეთდება რეგიონების განვითარებისა და მეტი სიცოცხლისუნარიანობისთვის.

როდესაც საუბარია რეგიონების განვითარებაზე, მნიშვნელოვანია რომ ადგილებზე იქმნებოდეს ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები და დღეს იმდენი ახალი და საინტერესო საწარმო და ადამიანი ვნახეთ, რომ დარწმუნებული ვარ აქ წარმოებული პროდუქციის პერსპექტივასა და მომავალში,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.