ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

825

წინა სტატია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაების შედეგად, წყლის დონემ დაიწია და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.

პარალელურ რეჟიმში გრძელდება სტიქიური მოვლენებით წარმოშობილი ტბის წყლის დონის დაკლებისა და გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.