ორთაჭალის ქუჩაზე ახალი სკვერის კედლები ბავშვებმა მოხატეს

1098

კრწანისის გამგეობის ინიციატივის “ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, ამჯერად, რაიონში არსებული “ბეგი არტ სტუდიის“ ბავშვების მონაწილეობით, ორთაჭალის ქუჩა N77-ის მიმდებარედ ახალი სკვერის კედელი მოხატეს.

როგორც გაგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საბავშვო სივრცე მოეწყო და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ამასთან, პროექტის ფარგლებში, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

“სკვერის კედლებს კი სიცოცხლე რაიონში მცხოვრებმა ბავშვებმა შესძინეს. მოხატულ კედლებზე გაცოცხლდა ბავშვების ფერადი ფანტაზია, მათი წარმოსახვა, სურვილები და ოცნებები. კრწანისის რაიონში კედლების მოხატვა მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებენ გამგეობაში.