გორის მუნიციპალიტეტში 200-ზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგი სკოლას დატოვებს

737

გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში მომუშავე 200-ზე მეტი მასწავლებელი განათლების სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდა, რომლის მიხედვით, ისინი სკოლიდან წასვლის შემთხვევაში, 2 წლის ხელფასს წინასწარ აიღებენ, – ამის შესახებ, “რადიო მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

“გორში მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლაზე უარი, 200-ზე მეტმა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა თქვა. ისინი სექტემბრიდან ოფიციაურად განაცხადებენ სისტემიდან წასვლის შესახებ”, – განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის სურვილი, შეუძლიათ ნებაყოფლობით დატოვონ სამსახური, სანაცვლოდ კი, 2 წლის ხელფასს წინასწარ მიიღებენ, ასევე, შეუნარჩუნდებათ მასწავლებლებისთვის არსებული სპეციალური დაზღვევა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო ასაკის 93 პედაგოგი სკოლას ზუგდიდშიც დატოვებს.