სამეგრელო-ზემო სვანეთის სანხარეო ადმინისტრაციას 7 ავტომანქანა და 1 მიკოავტობუსი ემსახურება

702

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მაღალი გამავლობის 4 ავტომანქანა, ერთი ჰიუნდაის მარკის მიკროავტობუსი და სამი მსუბუქი ავტომანქანა ემსახურება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოთი მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი ორი მოადგილე – ირაკლი ჯიქია და კობა ქანთარია სარგებლობენ. დანარჩენი ოთხი – ფორდ რეინჯერი და სამი შკოდა ოქტავია, როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, არ არის ერთი კონკრეტული პირის სარგებლობაში და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლები გადაადგილდებიან.

ავტოპარკში ყველაზე ახალი მიკროავტობუსია – 2017 წლის გამოვიდა. ხოლო ავტომანქანა, რომლითაც სახელმწიფო რწმუნებული გადაადგილდება, 2016 წელს გამოუშვეს. რაც შეეხება ავტომანქანებს, რომლითაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები სარგებლობენ, 2013-2011 წლებში. სხვა ავტომანქანები კი 2013-2015 წლებში. ავტოპარკიდან შვიდმა ტექნიკური დათვალიერება უკვე გაიარა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოთაგან ერთი, რომლითაც ალექსანდრე მოწერელია სარგებლობს, შეძენილია ორი წლის წინ, ჯერ კიდევ ლევან შონიას გუბერნატორობისას. მეორე კი, რომელსაც კობა ქანთარია მართავს, 2011 წელს. ფორდ რეინჯერი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციამ 2015 წელს იყიდა. დანარჩენი ავტომანქანა გუბერნიას სხვადსხვა სახელმწიფო ორგანიზაციებმა უსასყიდლოდ გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ IDFI-ის კვლევის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამჯერ, ხოლო დანარჩენმა სახელმწიფო რწმუნებულებმა მინიმუმ ორჯერ შემოუარეს დედამიწას.