ყაზბეგში ყუროს მთასთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. არის მსხვერპლი

719

ყაზბეგში ყუროს მთის მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე, “რუმს ჰოტელის“ვერტმფრენი ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.  ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფოს და პოლიციის თანამშრომლები.

“შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.