ივლისის ბოლომდე აეროპორტის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

614

წინა სტატია

თბილისში ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზის ერთ მმონაკვეთს (ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით) ჩაუტარდება, რის გამოც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

ხოლო, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე (აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით).

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებს, დაახლოებით, 1 თვე დასჭირდება.