დაბა ურეკში ბულვარისა და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

199

წინა სტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარისა და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარია.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც გარეგანათებას, ველობილიკების, საპირფარეშოების, მცირე მოედნებისა და ღია სეზონური კაფეებისთვისა და კომერციული ობიექტებისთვის სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

ასევე, ბულვარის პარალელური ქუჩებზე დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის და გარეგანათების მონტაჟი. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

This slideshow requires JavaScript.