ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დროებითი მარშრუტები დაემატება

760

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის თავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან მეტრო “დელისიდან” ვაკის, ვერას, მთაწმინდასა და სოლოლაკის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტები იმოძრავებენ.

“ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტრო “დელისიდან“ ვაკის, აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით 8- მეტრიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმედდება, ეს მარშრუტი, ასევე, ვერას, მთაწმინდასა და სოლოლაკს გაივლის და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. რადგან ეს დროებითია, ავტობუსებს ნომრები არ ექნებათ მინიჭებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკეში წრიულმა მარშრუტებმა მოძრაობა განტვირთა.

ცნობილია, როგორ შეიცვალა სატრანსპორტო მოძრაობის სქემა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციიო სამუშაოებისას ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწისქვეშ ჩაიტანენ.

თბილისის მერის თქმით, თუ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, მერია ამ დროისთვის, I ეტაპის სამუშაოებს დაასრულებს.