ოქსფორდის საერთაშორისო ორგანიზაცია EBA-მ საჩხერე პრიორიტეტულ რეგიონთა სიაში შეიყვანა

710

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე 3-4 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში გასამართ საერთაშორისო კონფერენციაზეა მიწვეული.

“თქვენი მუნიციპალიტეტის მიღწევები სათანადო ყურადღებას იმსახურებს,ამიტომ გეპატიჟებით კონფერენციაზე “ხარისხის ბრწყინვალება”, რათა საერთაშორისო დონეზე წარმოადგინოთ თქვენი ქალაქი, ასევე გადმოგეცემათ ჯილდო – საერთაშორისო სერთიფიკატი.

ჩვენი საერთაშორისო საექსპერტო საბჭო საჩხერის მუნიციპალიტეტს მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე და პრიორიტეტულ რეგიონად აღიარებს” – ნათქვამია ღონისძიების კოორდინატორის მარინა სანდულაკის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

EBA არის საერთაშორისოდ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაცია ოქსფორდში, რომელიც 17 წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებს დიალოგს ექსპერტებთან, მეცნიერებთან და ადგილობრივ მთავრობებთან.

ორგანიზაციის პორტფელი ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში 50 რეგიონულ პროექტს მოიცავს. ფორუმზე რეგიონებიდან მოწვეული ექსპერტები, ინვესტორები და ბიზნესლიდერები პრეზენტაციებს გამართავენ.