კალაძე: ვიწყებთ ე.წ კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას

1060

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია ე.წ კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს. მისი თქმით, კორპუსის არსებული მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.

“მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომელიც 150 წლის არის. იქ არსებული მდგომარეობა არის უმძიმესი. სიცოცხლისთვის საშიშია ეს კორპუსი. მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ფიროსმანის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს.

ფოტო: at.ge