თბილისის მერია ფიროსმანის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს

1470

წინა სტატია

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია ფიროსმანის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს.

ასევე, მისი თქმით, იგეგმება თაბუკაშვილის N46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციაც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

“უახლოეს მომავალში ვიწყებთ ფიროსმანის და ფურცელაძის ქუჩების, ასევე, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ძალიან მალე, ფაქტობრივად, წლის ბოლოსთვის დამთავრდება.

ასევე, მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომელიც 150 წლის არის. იქ არსებული მდგომარეობა არის უმძიმესი. სიცოცხლისთვის საშიშია ეს კორპუსი. მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.