აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მედია ტური მოეწყობა

816

2017 წლის 24 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით აჭარის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მედია ტური მოეწყობა.

.მედია ტური მოეწყობა პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მთავარი მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა,

მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.
პროექტის ამოცანები:

აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში მცხოვრები ეკომიგრანტების
ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მექანიზმების შემუშავება და იმპლემენტაცია;

მიგრანტების სტიქიური ჩასახლების ადგილებში ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება, მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა;

დაბრუნებული და პოტენციური მიგრანტების (მათ შორის ქალების) ისეთი ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, ჩაერთონ საკუთარი

მუნიციპალიტეტებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები გაეცნობიან „ინტელექტის“ პროექტში ჩართული ბენეფიციარების ისტორიებს, აჭარაში მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს. ასევე საშუალება მიეცემათ გაიგონ როგორი იყო მიგრანტების ეკონომიკური მდგომარეობა „გუშინ“ და როგორია დღეს.

პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში „ინტელექტი“ აჭარაში მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს სთავაზობდა უფასო პროფესიულ სწავლება- გადამზადებას, უფასო იურიდიულ კონსულტაციას და მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის გრანტებს.

პროექტის განმავლობაში დაფინანსდა 19 მცირე ბიზნესი და 2 სოციალური საწარმო. ორგანიზაციას პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით 127 კურსდამთავრებული ყავს და სასწავლო პროგრამებს კიდევ 48 ბენეფიციარი გადის. იურიდიულ კონსულტაციებით და სამართლებრივ დახმარებით 200-ზე მეტმა
ბენეფიციარმა ისარგებლა.

„ინტელექტის“ ხელშეწყობით პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ოცნების ქალაქი“, რომელიც იქ მცხოვრები მიგრანტების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავებს.

წყარო: აიპრესი