შუახევში მთის სტატუსის მინიჭების რიგით 52-ე სხდომა გაიმართა

725

შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგით 52-მე სხდომა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომრე ზვიად დიასამიძე. კომისიამ სულ განიხილა 13 საკითხი.ამ დროისთვის შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივადმცხოვრები პირის სტატუსი სულ მინიჭებული აქვს 13 561 მოქალაქეს. აქედან 12 772 მოქალაქეს მიენიჭა პირველადი რეგისტრაციის წესით, ხოლო 873 მოქალაქეს ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რეკომენდაციით, 547 მოქალაქეს შეუწყდა სტატუსი გარდაცვალებისა და რეგისტრაციიის ცვლილების გამო, 408 მოქალაქეს კი შეუჩერდა სტატუსი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გამო.

წყარო: აიპრესი