ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ნანა კოსტავას “კონსერვატორებიდან“ გარიცხვაზე პარტიის ლიდერები იმსჯელებენ

228

წინა სტატია

სტატიია გაგრძელება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა პარტია “კონსერვატორებიდან“ გარიცხონ. ლატარიას თქმით, ამის შესახებ ის უკვე ესაუბრა პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს და ამ საკითხზე იმსჯელებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გმობს ნანა კოსტავას მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირებას და ემიჯნება მის განცხადებებს.

“კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას იმ ცნობილ განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. მის ამ განცხადებას ემიჯნება გუნდიც. ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა საკრებულოს, მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე. დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა ამის შესახებ საუბარი. გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან, პარტიის ლიდერები იმსჯელებენ”, – განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

მანამდე ნანა კოსტავას საკითხზე სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

გასულ კვირას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს, გუშინ კი დასძინა, რომ ფრაქციაში ან ნანა კოსტავა დარჩება, ან თავად.

ხოლო, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის და მისი ტანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.

თავდაპირველად ნანა კოსტავა ამბობდა, რომ საკრებულოში დეპუტატის მანდატს დატოვებდა, თუმცა, როგორც გუშინ თქვა, საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

გუშინ ქუთაისის საკრებულოდან ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით აქციაც გაიმართა.