რუსთავის მერის სახლი გაქურდეს

742

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას სახლი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ე.წ. ხელის ტრაქტორი. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

ფაქტის შესახებ რუსთავის მერის ოჯახმა სამართალდამცველებს უკვე აცნობეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს. ხოლო, დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.