სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები თუშეთის გზის გახსნას ითხოვენ

1365

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სოფელ ქვემო ალვანში აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბის გაწმედას ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი თქმით, გზის გაწმენდა დროულად ვერ ხდება. აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შეხვდა. გივი მეტრეველმა შეკრებილებს განუმარტა, რომ ხვალ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრობლემურ მონაკვეთებს გეოლოგების ჯგუფიც შეაფასებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საგზაო დეპარტამენტი გზის გაწმენდას არ ჩქარობს და ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება.

ასევე, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გზის გაწმენდა ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო, რადგან მთაში ცხვრის გადაყვანა სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში უწევთ.

შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს გაკეთებული გზა ისევ წყლით დაიფარა, რის გამოც მანქანები ვერ გადაადგილდებიან.

სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.