თორნიკე რიჟვაძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში გადატანა სურს

1103

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ირწმუნება, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ჩაქვიდან ბათუმში გადაყვანის იდეა, საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ემსახურება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“ჩვენი გუნდის ხედვაა, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურულად ახლოს ყოფნასაც, კონსულტაციებიც ამ სულისკვეთებას ემსახურება” – ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბათუმში გადატანის შესახებ გააკეთა.

საკანონმდებლო ორგანოს ჩაქვიდან გადასვლის შესახებ საკითხი, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უნივერსიტეტმა შენობა თითქმის გაათავისუფლა და იგი პრაქტიკულად უფუნქციოა.

“ხელოვნების უნივერსიტეტი” ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე გადადის, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობა უკვე გარემონტდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. აჭარის საკანონმდებლო ორგანო, ჩაქვის ტერიტორიიდან ბათუმში გადასცლის საკითხს, წლებია ლობირებს. ჯერ კიდევ წინა მოწვევის დეპუტაცია და თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე აცხადებდნენ, რომ ჩაქვში მუშაობა მათთვის არაკომფორტული იყო და ორმაგ ხარჯებს უკავშირდებოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვში, ყოფილი სამშობიარო სახლის შენობაში 2012 წლის 1 იანვრიდან  გადავიდა. მანამდე საკანონმდებლო ორგანო ზვიად გამსახურდიას 8 ნომერში მდებარეობდა.