ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

947

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ  ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად  დახურა. სტანდარტების შესაბამისად დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო. გადამტვირთი სადგურის მეშვეობით, მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდ კონტეინერში ჩაიტვირთება და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით ხაშურის  მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე განთავსდება.

ბორჯომისა და ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 459 723 ლარი შეადგინა.