გორსა და სალაცგრივას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პირველ საპროექტო იდეას საფუძველი უკვე ჩაეყარა

671

გორის მუნიციპალიტეტსა და სალაცგრივას მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პირველ საპროექტო იდეას საფუძველი უკვე ჩაეყარა.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სალაცგრივას მუნიციპალიტეტის და გორის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ ერთობლივ პროექტს ლატვიელი მხარე ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარადგენს, საერთო პროექტის მთავარი მიზანი კი გორის მუნიციპალიტეტისათვის გამოცდილების გაზიარება იქნება.